среда, 21 апреля 2010 г.

“აკაკის თავგადასავალი”


პროექტის აღწერა: “აკაკის თავგადასავალი”
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან აკაკის პირად ცხოვრებას და შემოქმედებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ვიდეო და ფოტო მასალას მწერლის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან. წაიკითხავენ ბიოგრაფიას, მოაწყობენ დისკუსიას. ისწავლიან პოეტის ლექსებს. პოემებს.
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წ.
ვადები ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით. დისკუსიის გამართვა მოძიებული ინფორმაციაზე.
ჯგუფური მუშაობა კითხვების დასმით, საკითხზე ჩაღრმავება, პრეზენტაცია, ფოტოების მოძიება და მასალის გამოფენა.
მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებმა შესაძლოა გააკეთონ ალბომი (ბუკლეტი, ვებ-გვერდი. ბლოგი).
ჩაწერონ ჩანახატები, ესეები, გამოუშვან კედლის გაზეთი; უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და ასევე იმ კუთხეს, სადაც დაიბადა ა.წერეთელი.
სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ჩართული ამ პროექტში უკეთესად გაეცნობიან აკაკის ბიოგრაფიას და შემოქმედებას, სკოლაში მოეწყობა გამოფენა და ფილმის “აკაკის იუბილეს”ჩვენება.
სამუშაო ენა: ქართული,რუსული.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტ-რა: მოსწავლეს განუვითარდება ძირითადი საკომუნიკაციო უნარი წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი.
ისტორია: შეისწავლიან ისტორიულ კვლევას და ინტერპრეტაციას.
ხელოვნება: შეასრულებენ ნახატებს.
პროექტის ფასილიტატორი: თამარ თეთვაძე.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:ttetvadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://ttetvadze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий